შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზზე: 0422 22 22 32

ახალი ამბები

რუსთავი
17 იანვარი 2018 წელი
სურათი

ქ. რუსთავში კომპანიის წარმომადგენლებმა საჩუქრად გადასცეს ახალი 2018 წლის სამაგიდო კალენდრები და მოკლე ინფორმაცია პრეზენტაციის სახით მიაწოდეს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებში, პოლიკლინიკებში, სუპერმარკეტსა და ტექნიკის მაღაზიებში დასაქმებულ პირებს "ელთ კომპანის" საქმიანობის შესახებ, კონკრეტულად ჩვენს ორგანიზაციაში არსებული სერვისებისა და მათი საუკეთესო პირობების შესახებ.

სრულად
კორპორატიული საღამო
15 იანვარი 2018 წელი
სურათი

"ელთ კომპანის" აღმოსავლეთ საქართველოს გუნდმა თბილისში შობის დღესასწაული აღნიშნა ხოლო ერთად შეხვდა ახალი 2017 წლის შემობრძანებას დასავლეთ საქართველოს გუნდი 13 იანვარს, საღამოზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გასული წლის მიღწევებს, თანამშრომლებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და დაისახა ახალ წელში შესასრულებელი მიზნები.

სრულად
ბიზნეს ფორუმი
23 დეკემბერი 2017 წელი
სურათი

2017 წლის 21 დეკემბერს საფინანსო ორგანიზაცია "ელთ კომპანი" მის შვილობილ სამშენებლო კომპანია "ელთ ბილდინგთან" ერთად საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის ფორუმზე წარსდგა, რომელიც თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში გაიმართა. ფორუმზე მოწვეულმა იტალიის ელჩმა კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს ბ–ნ ელგუჯა თურმანიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისათვის ქართულ ეკონომიკურ ბაზარზე. შვილობილმა კომპანია "ელთ ბილდინგმა" კი საჩუქრები გადასცა იარაელის ელჩს სამშენებლო სფეროში თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის.

სრულად
"ELT COMPANY" და "ELT BUILDING" მაესტროს ეთერში
23 დეკემბერი 2017 წელი

ჩვენი კომპანიის გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს იმისთვის რომ თითოეულმა კლიენტმა ისარგებლოს სწრაფი, ხარისხიანი, მათზე მორგებული და სანდო პირობებით, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი შემოსავლები, წამოიწყონ ან განავითარონ თავიანთი საქმიანობა, რაც, თავის მხრივ, ქართული ეკონომიკის განვითარებისა და თითოეული მათგანის ცხოვრების დონის გაუმჯობესების საწინდარია.

სრულად
განახლება
18 დეკემბერი 2017 წელი
სურათი

ქ. ბათუმში ჩვენი 24 საათიანი სერვისცენტრი ი. ჭავჭავაძის 8–ში უკვე განახლებული ინტერიერითა და შემადგენლობით მოგემსახურებათ, შეგახსენებთ რომ საფინასო ორგანიზაცია "ელთ კომპანში" მოხდა სერვისცენტრების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც ქალაქის მაშტაბით მცირე ზომის 3 სერვისცენტრი შეუერთდა დიდ სერვისცენტრებს, ერთ–ერთი მათგანი კი რომელიც მდებარეობდა კ. გამსახურდიას 46–ში, გადავიდა ი. ჭავჭავაძის 8–ში მდებარე ოფისში.

სრულად

Open Modal