შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზზე: 0422 22 22 32

შეთავაზება ლომბარდებისათვის!!!

20 დეკემბერი 2018 წელი
სურათი

 2019 წლის 01 იანვრიდან სავალდებულო ხდება ფინანსური ორგანიზაციების რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში   ,,სესხის გამცემ სუბიექტებად’’.

აღნიშნული რეგისტრაცია უნდა გაიაროს ყველა იმ მეწარმე სუბიექტმა,  რომელსაც  ერთდროულად 20–ზე მეტ ფიზიკურ პირთან აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის ბრძანება N217/04 მიხედვით, იმ მეწარმე სუბიექტებს რომლებიც 2019 წლის 01 იანვრიდან არ მიმართავენ ეროვნულ ბანკს სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის თაობაზე ეძლევათ 3 (სამი) თვიანი ვადა (არაუგვიანეს 2019 წლის 01 აპრილამდე), რათა მსესხებლების რაოდენობა ჩამოიყვანონ არაუმეტეს 19 ფიზიკურ პირამდე, ან/და მოახდინონ არსებული სასესხო პორტფელის გაყიდვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ქმედება მიჩნეულ იქნება, როგორც უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192–ე მუხლის მიხედვით წარმოადგენს დასჯად ქმედებას/დანაშაულს.

შესაბამისად ჩვენი ორგანიზაცია "ელთ კომპანი" მოგმართავთ შეთავაზებით, თუ თქვენ არ აპირებთ სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციას, გთავაზობთ სრული სასესხო პორტფელის შესყიდვას და სარგებლის სახით  ამ პორტფელის სრული ღირებულების  გარკვეული პროცენტის ჩარიცხვას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.