იტვირთება...

საფინასო ორგანიზაცია "ელთ კომპანი" უკვე 17 წელია რაც არსებობს. საქმიანობა დავიწყეთ მაშინ როცა ჯერ კიდევ არანაირი ბიზნეს გარემო არ იყო შექმნილი ქვეყანაში და ჩვენი საწესდებო კაპიტალი შეადგენდა სულ რაღაც  100 დოლარს, ჩვენ თქვენთან ერთად მოვედით დღემდე.

2002 წლიდან 2009 წლამდე კომპანია რეგისტრირდებოდა სხვა სახელით, 2009 წლიდან კი ვმუშაობთ, როგორც საფინანსო ორგანიზაცია "ელთ კომპანი", ჩვენი ძირითადი სფერო არის სალომბარდე საქმიანობა, რომელსაც წარმატებით ანხორციელებს ორგანიზაციის 200–ზე მეტი თანამშრომელი კომპანიის 18 სერვისცენტრში და ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.

ჩვენ ეფექტურად ვუწევთ მომსახურებას უკვე ათასობით მომხმარებელს და ვთავაზობთ მათზე მორგებული პირობებით სესხებს.

„ელთ კომპანი“  ორიენტირებულია იმაზე რომ წვლილი  შეიტანოს ჩვენი ქვეყნის სწორი  ფულად–საკრედიტო  პოლიტიკის ჩამოყალიბებაში,  საშუალო ბიზნესის განვითარებაში,  მთავარ მიზნად კი კომპანია ისახავს თითოეული მოქალაქისათვის სანდო და საიმედო პარტნიორობის გაწევას.

დასახული ამოცანების  განსახორციელებლად ორგანიზაცია უწყვეტად მუშაობს:

  • არსებული სერვისების განვითარებასა და დახვეწაზე;
  • მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე;
  • სწორი და სანდო ინფორმაციის მიწოდებაზე;
  • ქართულ ბიზნეს ბაზარზე ჯანსაღი კონკურეციის ხელშეწყობაზე.

ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს მუდმივ რეჟიმში ქმნის და ანვითარებს ჩვენი კომპანიის გუნდი, იმისთვის რომ თითოეულმა კლიენტმა ისარგებლოს სწრაფი, ხარისხიანი, მათზე მორგებული და სანდო პირობებით, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი შემოსავლები, წამოიწყონ   ან განავითარონ თავიანთი საქმიანობა, რაც, თავის მხრივ,  ქართული ეკონომიკის განვითარებისა და თითოეული მათგანის  ცხოვრების დონის გაუმჯობესების საწინდარია.


18

წლიანი გამოცდილება

200

თანამშრომელი

200 000

მომხმარებელი

18

ფილიალი