იტვირთება...

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოკლე განცხადება გავაკეთოთ კომპანიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. უპირველეს ყოვლისა, გვინდა ცალსახად დავაფიქსიროთ,რომ კომპანია წარმოადგენს აპოლიტიკურ ორგანიზაციას, სადაც დაცულია თითოეული დასაქმებული პირის აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური საქმიანობის წარმოების უფლება, პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანების უფლება და უზრუნვლყოფილია სხვა სახის პოლიტიკურ-სოციალური უფლება-თავისუფლებები.

დასაქმებული თ.ჩ-ს მიმართ კომპანიას არ გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია მის პოლიტიკურ თუ სხვა სახის აქტივობასთან დაკავშიებით, რომელიც ეფუძნება კანონიერი უფლების რეალიზაციას.

შესაბამისად, თ.ჩ. დღეის მდგომარეობით არის კომპანიაში დასაქმებული პირი, მის მიმართ არ დაწყებულა რაიმე სახის შიდა ადმინისტრაციული წარმოება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და პირობების შეცვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დასაქმებულის სამართლებრივ-შრომითი სტატუსი და შრომითი ურთიერთობები რჩება უცვლელი.

კომპანია მოუწოდებს ყველა მხარესა და პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, არ მოახდინონ კომპანიის, თ. ჩ.-ს თუ სხვა დაკავშირებული პირების შესახებ რეპუტაციის შემლახავი და დამაზიანებელი ცნობების გავრცელება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს.

 

კომპანია მთელი არსებობის განმავლობაში ზედმიწევნით ახდენს კანონისა და დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვას, რაც კომპანიის საქმიანობის ძირითად პრინციპს წარმოადგენს.